ჩვენ შესახებ
ვინ ვართ ჩვენ
კანონი ყველასთვის ერთია. წარმატებას ქმნის ძლიერი ადვოკატი.
„მრჩეველი“ 2018 წელს დაფუძნდა. დაფუძნებიდან დღემდე კომპანიას არაერთი გამოცდილი და კვალიფიციური წევრი შემოუერთდა სხვადასხვა სფეროდან. ორგანიზაციული განვითარების პროცესი ორიენტირებულია მომხმარებლის საუკეთესო ინტერესებზე, საქმის კვალიფიციურ და შედეგზე ორინეტირებულ გადაწყვეტაზე.
ჩვენი გუნდი შედგება კვალიფიციური და სანდო იურისტებისგან, რომელთაც მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ, როგორც პროფესიულ სფეროში, ისე მენეჯერულ პოზიციაზე. ჩვენი შესაძლებლობის უნიკალურობას განაპირობებს ისიც, რომ სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა ეფუძნება სამართლებრივ პრეცედენტებს და საუკეთესო პრაქტიკებს.



დასასრულს, ჩვენი კომპანიის წარმატება განპირობებულია ჩვენი მაღალკვალიფიციური თანამშრომლების თავდადებით, პროფესიონალიზმითა (ან: უნარებით) და გუნდური მუშაობით. ჩვენ ფოკუსირებული ვართ ინოვაციური, კლიენტზე ორიენტირებული იურიდიული გადაწყვეტილებების შეთავაზებაზე, იურიდიული პრაქტიკის უმაღლესი სტანდარტების დაცვასა და მსოფლიო მასშტაბით სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობაზე
მისია
თითოეული ჩვენი გუნდის წევრი აქტიურად არის ჩართული ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის პროცესში, რისთვისაც ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მედია საშუალებებთან.
საქმიანობისას აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან, რაც გვეხმარება შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილების მიღებაში.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი მუდმივად ორიენტირებულია პროფესიულ განვითარებაზე, რისთვისაც მონაწილეობას ვიღებთ არაერთ კონფერენციაში თუ ტრენინგში. ჩვენი გუნდის წევრები კითხულობენ ლექციებს უნივერსიტეტში ან ატარებენ მასტერკლასებს.
ჩვენი ვეხმარებით ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო ბაზრის შერჩევასა და ფინანსების მომგებიან პორტფელში ინვესტირებაში. საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ უცხელო ინვესტორები ხშირ შემთეხვევაში არ ფლობენ დეტალურ ინფორმაციას იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც საქართველოს საინვესტიცო ბაზარი იძლევა. შესაბამისად, რისკების არასწორად შეფასება უკვაშირდება სწორედ ინფორმაციის დეფიციტს. ამიტომ, ჩვენი მიზანია ინვესტორებს ვაჩვენოთ საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები და სანდო, კვალიფიციური იურიდიული მომსახურების მხარდაჭერით დავეხმაროთ ბიზნესის დაწყებაში ან მის გადმოტანაში.